ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის დროს ინციდენტი მოხდა.
გრიგოლ ვაშაძე ბრიფინგს მესხიშვილის თეატრის წინ მართავდა, როდესაც გამვლელმა ავტომანქანის მძღოლმა გაბმული საყვირი მისცა, რასაც ვაშაძის მხარდამჭერების რეაქცია მოჰყვა. ისინი მივიდნენ ავტომობილთან და თავდაპირველად შელაპარაკება მოხდა, მოგვიანებით კი, ვაშაძის მხარდამჭერებმა ფეხი დაარტყეს ავტომობილს. ინციდენტი მალე დასრულდა.
პარტიის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, გაცლოდნენ ავტომანქანას. მოგვიანებით, ვაშაძემ ინციდენტს „ქართული ოცნებისგან“ და სუს-ისგან მართული უწოდა.