ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გაჩერების აღმნიშვნელ რკინის კონსტრუქციასა და საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ქუთაისიდან იუწყება.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, BMW-ს მარკის ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა, ამის შემდეგ მოცურდა და ჯერ გაჩერების აღმნიშვნელ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, ხოლო შემდეგ კორპუსს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება.