ქუთაისში, მშენებარე კორპუსთან ამწეს რკინის საყრდენი ავტომობილს დაეცა, არიან დაშავებულები
ქუთაისში, მშენებარე კორპუსთან ამწეს რკინის საყრდენი ავტომობილს დაეცა, არიან დაშავებულები

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსთან ამწეს კალათი და რკინის საყრდენი ავტომობილს დაეცა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ავტომობილის რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ამასთან, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს მუშებმა, რომლებიც ამწეს კალათში იმყოფებოდნენ და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

დაშავებულები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შედეგად ბუნებრივი აირის მილი და ელექტროგაყვანილობის სადენები დაზიანდა.