ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი დაიდგა
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი დაიდგა. ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება გამოიმუშაოს ენერგია და დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონი, ასევე გაჯეტები.
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგია“.
ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები RICDOG-მა პროექტის, Сharging Eco Space-ის ფარგლებში დაამონტაჟა. აღნიშნული პროექტის მიზანია, შეიქმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.
პარკში განთავსებულ ველოსიპედების სკვერს სიმბოლურად Charging Eco Space ეწოდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
პროექტი Сharging Eco Space 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით RICDOG-ის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.