ქუთაისში მხატვარ ოთარ ქანდარიას ბიუსტი სასაფლაოდან მოიპარეს. შემთხვევა საფიჩხიის სასაფლაოზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 258-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.