ქუთაისში უბედური შემთხვევა მოხდა.
აღმაშენებლის ქუჩაზე, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ორი მუშა გადმოვარდა.
პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
დაღუპულები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.
“სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა ტროსის გაწყვეტამ გამოიწვია. თუმცა ადგილზე მოსულებს გვიჭირს იმის გარკვევა, თუ რა მოხდა რეალურად”, – განუცხადა პირველ არხს აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებმა დეა მანაგაძემ.
მშენებლობას კომპანია “იბერია სტარ გრუპი” აწარმოებს.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოიებო მოქმედებები. საქმე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა.