ქუთაისში, სამხარეო პოლიციის სამმართველოში ტყიბულელი მეშახტეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გამომძიებლების შეკითხვებს მინდელის შახტის ოსტატ-ამფეთქებლები პასუხობენ.
მინდელის შახტში შემთხვევასთან დაკავშირებით გამოკითხვები რამდენიმე დღის წინ ტყიბულის პოლიციაშიც ჩატარდა.
მიმდინარე წლის 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.