ქუთაისში, მერიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ
ქუთაისში, მერიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ

ქუთაისში, მერიის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამო, ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

„დღეს ქუთაისში გამოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ სიტუაცია, რომელშიც ჩაგვაგდო ივანიშვილის ხელისუფლებამ. მოვითხოვთ, გადადგეს პრემიერი და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის მონაწილემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ.

აქციაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის წინ საღებავებით წარწერის გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამის გამო, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.