ქუთაისში მერიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოსტერუმქუთაისის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები დიმიტრი მხეიძე და გენადი მარგველაშვილი წითელარმიელებად მოიხსენიეს და ადმინისტრაციულ შენობაზე წარწერით – „გაიცანით 92 წითელარმიელიდან ერთ-ერთი. გახარიაწადი“ სტიკერები გააკრეს. მერიის დაცვის თანამშრომლებმა შენობიდან სტიკერები ჩამოხიეს, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ საკუთარი კოლეგის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მხარდაჭერა გააპროტესტეს.