ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.