ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს დახურულ რეჟიმში ხვდებიან. სხდომას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სხდომაზე მსჯელობა გაიმართება როგორც ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებთან დაკავშირებით.
ამასთან, უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ.