ქუთაისში მოქალაქეებმა მამაკაცი მდინარე რიონში დახრჩობას გადაარჩინეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მამაკაცი რიონში ე.წ. თეთრი ხიდის ქვეშ იყო მოქცეული და გადარჩენის მიზნით ქვას ეჭიდებოდა.
მის გადარჩენას სამი მოქალაქე ცდილობდა, რომლებმაც საბოლოოდ მამაკაცი წყლიდან ამოიყვანეს.