ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ მიერ ორგანიზებით აქცია იმართება
ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრის შენობის წინ მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ მიერ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის საგასტროლო ჩვენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მოსკოვის თეატრალურ დასს და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ადმინისტრაციას წითელი ბარათები უჩვენეს.
„ჩვენთვის მიუღებელია მოსკოვის თეატრის ვიზიტი, როდესაც სოფელ ატოცში ქართულ მიწას ამ წუთებშიც იტაცებს რუსეთო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნიკა დეისაძემ.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ აქციას ინფორმაციული ვაკუუმის შედეგი უწოდა.
„ჩვენ ვართ დამეგობრებული ევროპისა და აზიის ექვს თეატრთან, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის თეატრია. ეს არის ორი თეატრის შემოქმედებითი მეგობრობა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ეს არის სახალხო დიპლომატია. ჩვენ სტუმრად გვყავს დიდი ებრაელი რეჟისორი მარკ როზოვსკი, რომელმაც ბევრჯერ გამოხატა სოლიდარობა საქართველოს მიმართ, მან რეპერტუარში 2008 წლის ომის შემდეგ ჩაუშვა სპექტაკლი „მე ბებია ილიკო და ილარიონი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აბაშიძემ.