ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 29 კონტაქტს ტესტირება ჩაუტარდა
ქუთაისში ინფიცირებული ქალის 29 კონტაქტს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. ანალიზების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა ამ დროისთვის მომსახურების სფეროში დასაქმებული ინფიცირებული ქალის 30 კონტაქტი გამოავლინეს.
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში და კარანტინში არიან გადაყვანილი.