ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, 62 წლის პაციენტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მისი თქმით, მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გიორგაძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგის დაინფიცირება საყოფაცხოვრებო პირობებში მოხდა.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 662 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი.