ქუთაისში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ლაბორატორიაში გამოკვლეული 1 132 ბიოლოგიური ნიმუშიდან 11 პასუხი დადებითია.
გუბერნატორის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები სკოლის კლასტერს და აჭარაში მოგზაურობის ისტორიებს უკავშირდება.
ზვიად შალამბერიძის თქმით, ჭიათურაში გუშინ დადასტურებული შემთხვევის გამო, 17 წლის ინფიცირებული გოგონას ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
18 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.