ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში“ გრიპის ვირუსით დაავადებული 40-მდე პაციენტი მკურნალობს
ქუთაისში სეზონური გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით არ გაზრდილა, – ამის შესახებ კლინიკა „მედიქალ სითის“ ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, სტატისტიკის მაჩვენებელი თითქმის იგივეა რაც წინა წლებში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა.
ექიმის ინფორმაციით, ძირითადად „ა“ და „ბე“ ტიპის ვირუსები ფიქსირდება. მაღლაკელიძე ვარაუდობს, რომ ეპიდემიური აფეთქება იანვრის ბოლოდან დაიწყება.
კლინიკაში ამ დროისთვის გრიპის ვირუსით დაავადებული 40-მდე პაციენტი მკურნალობს.