ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ათამდე ორსულმა მიმართა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ათამდე ორსულმა მიმართა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისში არსებული კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრს ამ დრომდე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ათამდე ორსულმა მიმართა. ტემპერატურის გარდა, მათ ნაწილს ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები აღენიშნებოდა.

თითოეულ მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. კვლევის შედეგად, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის, მამუკა მიქაძის ინფორმაციით, ორსული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

„კლინიკა ბომონდი“ ცხელების ცენტრისთვის იზოლირებული შენობაა გამოყოფილი, რომელსაც დამოუკიდებელი სამშობიარო ბლოკი და სამეანო განყოფილება აქვს. გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს იმ მედიკოსებმა, რომლებიც მხოლოდ ცხელების ცენტრს ემსახურებიან. კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე ორსულების გარდა, „კლინიკა ბომონდის“ ცხელების ცენტრი ცხელების სიმპტომის მქონე ნებისმიერ პაციენტს ემსახურება“, – აცხადებს მიქაძე.

კლინიკა „ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე ორსულებს იღებს და მათ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას უწევს.