ქუთაისში, „ჰოსპიტალ სერვისში“ კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა
ქუთაისში, „ჰოსპიტალ სერვისში“ კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში „ჰოსპიტალ სერვისში“ კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ტარიელ კუხიანიძის იფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს კატასტროფის სამსახურმა ჩხობაძის კლინიკიდან შეიყვანა.

„მას ჰქონდა ფილტვების მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში. მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო დაცული. თავიდანვე კრიტიკული მდგომარეობა იყო, დადასტურდა კოვიდინფექცია. გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იყო არატრანსპორტირებადი, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის. მას ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება: გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი. პაციენტი თავდაპირველად ჩხობაძის ცხელების ცენტრში იყო. მას თავიდან არ დაუდასტურდა ტემპერატურა, ამიტომ გადმოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში“, – აცხადებს ტარიელ კუხიანიძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.