ქუთაისში, გუნიას ქუჩის მცხოვრებლები რამდენიმე თვის წინ დაგებული გზის საფარის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ
ქუთაისში, გუნიას ქუჩის მცხოვრებლები რამდენიმე თვის წინ დაგებული გზის საფარის ხარვეზებზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, მერიამ გზა უხარისხოდ დააგო, ქუჩა სანიაღვრე არხების გარეშე დატოვეს, რის გამოც წვიმის დროს ეზოები იტბორება.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ, რადგან მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე საკანალიზაციო მილები არ არსებობს და ონკანიდან ნაწრეტი წყალიც ქუჩაში დგება.
გუნიას ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებს, რომ მერია მზად იყო იმ ოჯახების მოთხოვნა გაეთვალისწინებინა, ვისაც სურდა სანიაღვრე არხების გაკეთება, თუმცა აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთების წინააღმდეგი თავად მოსახლეობის ნაწილი იყო.