ქუთაისში, გუბერნიის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა
ქუთაისში, გუბერნიის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმები მოიპარა.
„სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მან ხმები ქართველ ხალხს მოყაპა. ის ვერ გახდება ჩვენი და იმ ქართველი ჯარისკაცების პრეზიდენტი, ვისაც ომის დაწყებაში ადანაშაულებს”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, გიგა შუშანიამ.