ქუთაისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს
ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა წარწერით – „ვოვა დაიბრუნე შენი ნამესტნიკი, გახარია წადი” ხიდიდან პლაკატი გადაფინეს.
აქციის ორგანიზატორია გაერთიანებული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „პოსტერუმქუთაისი“.
აქციის მონაწილეებმა ხიდზე ცოცხალი ჯაჭვიც მოაწყვეს და 20 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, სიმბოლურად ერთმანეთს თვალზე ხელი ააფარეს.