ქუთაისში, გელათის ქუჩის პირველ ჩიხში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, უკვე წლებია აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი არ არსებობს, რის გამოც ზამთარში გადაადგილება შეუძლებელია როგორც მანქანით, ასევე ფეხით.
ადგილობრივები პირველ არხთან საუბრისას აცხადებენ, რომ გელათის ქუჩის პირველ ჩიხში ასვლას სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ახერხებს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გელათის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის შეკეთება წლევანდელი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული. 2018 წელს კი ადგილობრივი თვითმმართველობა გელათის ქუჩის პირველ ჩიხს კაპიტალურად შეაკეთებს.