ქუთაისში გაუჩინარებული ტურისტის სამძებრო სამუშაოებში ხვალიდან ნიდერლანდების პოლიცია ჩაერთვება
ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის, სიმ ვიგერის სამძებრო-სამუშაოებში ხვალიდან ნიდერლანდების პოლიცია ჩაერთვება.
ორი ქვეყნის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავენ.
გაუჩინარებულ ტურისტს დღეს მთელი დღის განმავლობაში მყვინთავები მდინარე რიონსა და იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ეძებდნენ.
23 წლის ტურისტი ქუთაისში, 7 მარტს გაუჩინარდა. ის ქუთაისში მეგობართან ერთად ტურისტული მიზნით იმყოფებოდა.