ქუთაისში 490 ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 490 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, სხვა სამიზნე ჯგუფებსა და კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ.
რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ორი კარანტინი მოქმედებს და ჯამში 100 პირი იმყოფება.