გარემოვაჭრეები ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს, რასაც მოვაჭრეების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი მერიის შეთავაზების მიღებას და სავაჭროდ ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლას არ აპირებენ.
გარემოვაჭრეთა განცხადებით, თითოეულს მძიმე სოციალური მდგომარეობა, ასევე, სესხები აქვს და გარევაჭრობა მათთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა.
ქალაქის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. გარემოვაჭრეებს კი, ბაზრების ტერიტორიაზე შესვლა და პირველ ეტაპზე, შეღავათიანი პირობები შესთავაზა.