ქუთაისში გამოკვლეული 44 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 44 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
„კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებსა და პაციენტებს ჩაუტარდათ. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა“, – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
იმერეთის რეგიონში კარანტინში ამ დროისთვის მხოლოდ რვა პირი იმყოფება.