ქუთაისში გამოკვლეული 23 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიამ დღეს 23 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველომ აცნობა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, იმერეთში სულ ხუთი საკარანტინო სივრცეა.
ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო, კარანტინიდან დღეს 50 მოქალაქე მოიხსნა.
რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 383 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 89 პირი რჩება.