ქუთაისში გამოკვლეული 16 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიამ კორონავირუსზე დღეს 16 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო „წყალტუბო პლაზადან“ სტაციონარში გამოკვლევების მიზნით, ოთხი ადამიანი გადაიყვანეს. ამ დროისთვის სასტუმროში, კარანტინში 87 ადამიანი იმყოფება.
ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 62 ახალი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც სარფიდან შემოვიდნენ და ამ დროისთვის სანატორიუმში 144 მოქალაქე იმყოფება.
ამასთან, საჩხერეში კარანტინის რეჟიმში 57 პირია, საირმეში 192.
იმერეთის რეგიონში თვითიზოლაცია 45 პირმა დაასრულა. ამ დროისთვის კი თვითიზოლაციაში 269 ადამიანი რჩება.