ქუთაისში გამოკვლეული 132 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტების მიერ 132 ბიოლოგიური ნიმუში იქნა გამოკვლეული და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ცხელების სიმპტომით მოთავსებულ პაციენტებსა და გეგმურად მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.