ქუთაისში გამოკვლეულ 607 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეულ 607 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში  607 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს  დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდა.