ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 231 მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა.
რეგიონის კარანტინის სივრცეებში ვითარება არ შეცვლილა და ამ დროისთვის ჯამში 300 პირი იმყოფება.