ქუთაისში დღეს „გვირილობას“ აღნიშნავენ
ქუთაისში დღეს „გვირილობას“ აღნიშნავენ

ქუთაისში დღეს „გვირილობას“ აღნიშნავენ. ქალაქში დაგეგმილია კულტურული და სპორტული აქტივობები.

2 მაისის ღონისძიებები ბაგრატი ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყება და გალა-კონცერტით დასრულდება.

მუხნარის ტყე-პარკში იმერეთის მუნიციპალიტეტები ხელნაკეთ ნივთებს გამოფენენ და გაყიდიან. შემოსულ თანხას კი ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს გადაურიცხავენ.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაულს სათავე დაედო  გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც გიმნაზიელი გოგოები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

წელს „გვირილობას“ საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდება.