ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი. მოგვიანებით კი, გელათში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო წირვა მიმდინარეობს.
წირვის დასრულების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის საფლავს პატივს მიაგებენ.
ამასთან, დღესვე გელათის აკადემია ხელნაწერთა ცენტრის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს.
დღესასწაულთან დაკავშირებით დღის მანძილზე ქალაქში დაგეგმილია რამდენიმე კულტურული ღონისძიება.