ქუთაისში დამ და მოკლა
ქუთაისში დამ და მოკლა

ქუთაისში დამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს – 11 პრიმა 108-ე, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.