ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველებმა საძიებო სამუშაოების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ათ მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი, ორი გასაბერი ნავი და სპეც-ტექნიკა, ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებდნენ დრონსა და ექოლოტს, რომლითაც ხდებოდა ფსკერის სკანირება. მდინარის პირას გახსნილი იყო საველე შტაბიც.