ქუთაისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„ცხოველში ცოფის შემთხვევა დადასტურდა, მასთან ექსოზიციაში მყოფი რამდენიმე პირი კი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში. კლინიკური ნიშნებით ერთი ადამიანია გადაყვანილი კლინიკაში, რომელსაც უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და იმყოფება მედიკოსების მეთვალყუროების ქვეშ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ.