ქუთაისში, ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად არსებული პრობლემა აღმოფხვრილია
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისში, ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად არსებული პრობლემა აღმოფხვრილია
„ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში ქალაქში მიმდინარეობს ძველიდან ახალ ქსელზე გადაერთების პროცესი, მათ შორის ჩერგოლიანის ქუჩაზე.
კომპანიამ აღნიშნულ ქუჩაზე გუშინ დაასრულა ქსელის დამატებითი, გარეცხვითი სამუშაოები, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ ლაბორატორიულად შემოწმდა წყლის ხარისხი. დასკვნების შედეგად, სასმელი წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენით დადგენილ ნორმებს. ჩერგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე ქსელის გარეცხვითი სამუშაოებისას, მცირე დროის მონაკვეთში, ფილტრებს გამოყვა ქვიშა, რაც სამუშაოების პროცესის დროს სრულად იწმინდებოდა. კომპანიის ლაბორატორიის მიერ აღნიშნული ადგილიდან იმ დროსაც მოხდა სასმელი წყლის ნიმუშების აღება. მიღებული დასკვნების შედეგად, წყლის ხარისხი შეესაბამებოდა ნორმებსა და სტანდარტებს“, – აცხადებენ კომპანიაში.
უწყების ცნობით, პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ადგილზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური სამსახური.