ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლები სკვერში განახლებულ მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე #46-ში მცხოვრებლები კორპუსის ეზოში მშენებლობის განახლებას აპროტესტებენ.
ადგილობრივების თქმით, მშენებლობა სკვერში მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ სკვერში მშენებლობის ნებართვა გასულ წლებში გაიცა.
რამდენიმე თვის წინ პროტესტის გამო მშენებლობა შეჩერდა, ახლა კი ისევ განახლდა.
სამუშაოებს შპს „იმერეთი“ აწარმოებს.
შპს „იმერეთის“ იურისტის ალექსანდრე თათელიშვილის განმარტებით, ერთი წლის წინ მერიამ დართო ნება, ტერიტორიაზე აეშენებინათ მსუბუქი კონსტრუქცია. მისივე განცხადებით, თებერვალში მერიამ უკანონოდ შეაჩერა სამუშაოები, თუმცა სასამართლომ გააუქმა ეს ბრძანება და შპს-ს დართო ნება, მშენებლობა გაეგრძელებინათ.
არსებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრას ქალაქის მერი გეგმავს.