ქუთაისში, ბუკიას ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ ობიექტის მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისში, ბუკიას ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ ობიექტის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, ბუკიას ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ამბობს, რომ კორპუსის წინ არსებული სკვერი გუშინ მეპატრონემ შემოღობა და ობიექტის ჩადგმას გეგმავს. ამისთვის კი შესაძლოა ხეები გაიჩეხოს.

ადგილობრივების თქმით, მათი კორპუსის წინ ეს ერთადერთი სკვერია და მისი გაჩეხვის უფლებას არავის მისცემენ.

აქციის მონაწილეებთან მერიის წარმომადგენელიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, ნინო ტატურაშვილის თქმით, სკვერი 2011 წელს წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გასხვისდა.