ქუთაისში, ბინის დაყაჩაღებისას არასრულწლოვანი დაჭრეს
ქუთაისში, ბინის დაყაჩაღებისას არასრულწლოვანი დაჭრეს

ყაჩაღობა მოხდა ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, რა დროსაც 16 წლის არასრულწლოვანი დაიჭრა. შემთხვევა აიდინოვების ოჯახში მოხდა.

მათი თქმით, გვიან ღამით, სამი ნიღბიანი სახლში შეიჭრა, რომლებიც ოქროსა და ფული ითხოვდნენ. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რა დროსაც მათი შვილი ფეხის არეში დაიჭრა.

დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ში მომხდარზე ჯერ  კომენტარი არ გაუკეთებიათ.