ქუთაისში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისში, ნიკეას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.
ადგილობრივები #12 საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ბენზინგასამართი სადგური საშიშროებას წარმოადგენს სამოცდაათამდე ოჯახისთვის. მათივე თქმით, მშენებლობას შეეწირება სკვერიც, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთადერთი დასასვენებელი ადგილია.