ქუთაისში, ნიკეა-ასათიანის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ავტომობილი მამაკაცს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველთა განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცმა ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლა იმ დროს დაიწყო, როდესაც ქვეითთა მოძრაობა აკრძალული იყო.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
პირველი არხის ინფორმაციით, მიმდინარეობს მძღოლის დაკითხვა.