„გადაგვაგდე! გადაგაგდებთ“, – ამ სლოგანით ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. აქციაზე ცოტა ხნის ინციდენტი მოხდა.
აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრიდან მსვლელობით მერიის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად ვითარება მალევე განიმუხტა.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან სტაფილოები მიიტანეს, რომელზეც იმ დეპუტატების სახელები ეწერა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს. სტაფილოებით მათ „ბიძინა“ დაწერეს. ამასთან, მათ სიმბოლურად ბოქლომი ჯაჭვით მერიის წინ შშმ პირებისთვის განკუთვნილ მოაჯირს შეაბეს.