შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ სასულიერო პირებთან ერთად დალოცა.
შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს, შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს კი, დღის ბოლოს სხვადასხვა დღის ცენტრების ბენეფიციარებს დაურიგებენ.
საზეიმო მსვლელობას შეუერთდნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.