ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ალილოს მსვლელობა გაიმართა.
შობის მახარობლები ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.
ქრისტეშობის საზეიმო მსვლელობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.
შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს. შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს კი დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიმართა.