ქუთაისში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს.