ქუთაისში ადვოკატ ინგა კუპრავას ავტომობილი მოპარეს
ქუთაისში ადვოკატ ინგა კუპრავას ავტომობილი მოპარეს

ადვოკატ ინგა კუპრავას ქუთაისში, საკუთარი სახლიდან ავტომანქანა მოპარეს. ინგა კუპრავას თქმით, ავტომანქანა ჭიშკართან იყო გაჩერებული, საიდანაც დაახლოებით საღამოს 19:00 საათისთვის მოპარეს.

„სახლში რომ მოვედი, მანქანა ჭიშკართან დავაყენე, საღამოს შვიდის წუთები იყო. არ ჩამიკეტავს, ისევ უნდა გავსულიყავი. უცებ მანქანის ხმა რომ გავიგონე, მეგონა ჩემი მეუღლე წავიდა. ბავშვებს ვუთხარი, სად წავიდა-მეთქი და ამ დროს, ჩემი მეუღლე ჩემს უკან იდგა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემს უბანში, საკუთარ სახლთან ვინმე მანქანას მომპარავდა“, – ამბობს ინგა კუპრავა.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციას მაშინვე შეატყობინა.