ქუთაისში 800 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა სრულდება
ქუთაისში 800 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა სრულდება

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ხუთი 16-სართულიანი კორპუსი შენდება. დევნილთა სააგენტოს ცნობით, ამჟამად ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს. მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია და იძულებით გადაადგილებული ოჯახები თანამედროვე სტანდარტების ბინებს შემოდგომით მიიღებენ.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილზე გაეცნენ.

დევნილთა სააგენტოს ცნობით, უახლოეს პერიოდში, ამავე ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით 720 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება.