დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 76-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში, სადაც გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის გვარი შეცდომით ჩაწერეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, იზოლდა ყურაშვილის ნაცვლად სიაში მისი შვილი თეონა ყურაშვილი ეწერა.
უბნის კომისიის თავმჯდომარე თამაზ ჭეიშვილი პირველ არხთან განმარტავს, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია, თუმცა ხმის მიცემის უფლება დაკარგა როგორც შვილმა, ასევე დედამ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი “სამართლიანმა არჩევნებმა” უკვე დაწერა.
თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.